პროექტის გეგმა
პროექტი
1.პროექტის სახელწოდება:სახელმწიფო ენის დაცვა
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა): საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებზე თუ
ადგილობრივად ქართული ენის დაცვა(თურქეთი, ფერეიდანი. აჭარა.) და შენარჩუნება, 14 აპრილი დედაენის დღის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია.
3.პროექტის აქტუალობა: ყოველი ჩვენგანის ვალია ენა, მამული,
სარწმუნოება, დავიცვათ. გავაცნობიეროთ, რომ რუსული პოლიტიკა სიკეთის მომტანი არაა
ჩვენთვის.
4. პროექტის მიზნები: პროექტის
აკადემიური მიზანია სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, პროექტის ამოცანების
შესრულება იქნება ერთგვარი გზავნილი, რომელიც საზოგადოებას დაანახებს, თუ რაოდენ
მნიშვნელოვანია სახელმწიფო ენის შენარჩუნება და მშობლიური ენაზე გაფრთხილება.
მოსწავლეებს
ამ პროექტში მონაწილეობით განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნების, შეფასების,
გაგება–გამოყენების, თანამშრომლობის, ჯგუფში მუშაობის, ინფორმაციის მოპოვება
დახარისხების, დისკუსიაში ჩართვის, საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
გამოყენების და რესურსების შექმნის უნარი.
5. მონაწილეთა ასაკი: 12-50 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 6 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები: პროექტის
განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 55–60 ადამიანი. ამაღლდება
საზოგადოებრივი ცნობიერება. მშობლები და მოსწავლეები გაეცნობიან არამხოლოდ
სახელმძღვანელოში მოცემულ ისტორიას არამედ სხვადასხვა წყაროდან მოიძიებენ
ცნობებს.
8. პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტში მოძიებული თემასთან დაკავშირებული
ინფორმაციები, პროექტორი, საკანცელარიო ნივთები,
ოთახი,პრინტერი და სხვა.
9. პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები):
მოსწავლეები,
მასწავლებლები და მშობლები გაეცნობიან პროექტს და პროექტის მიზნებს. შეიქმნება
სამი ჯგუფი. თითოეულ ჯგუფს ექნება თავისი ამოცანა.
ერთი ჯგუფი მოამზადებს
საინფორმაციო ბუკლეტებს თურქეთსა და ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებზე , მეორე
ჯგუფი მოამზადებს აჭარაზე, მესამე ჯგუფი საბჭოთა კავშირის მიერ ქართული ენის
რუსულით ჩანაცვლბის და 1978 წლის 14 აპრილის შესახებ ინფორმაციას.
მომზადდება სათანადო გარემო
შეხვედრებისათვის, თითოეული ჯგუფი პრეზენტაციის სახით და ინტერნეტის
საშუალებით გაცვლის ინფორმაციებს გაიმართება დისკუსიები.
10. საგნებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:პროექტი შეესაბამება ქართულ
ენასა და ლიტერატურას, ისტორიას და ინფორმაციული და
საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს
11. პროექტის ხელმძღვანელი: ანჟელა ბოლქვაძე
12.ხელმძღვანელის ელფოსტა: anjelabolqvadze@gmail.com
13. პროექტის ვებგვერდის ან ბლოგის მისამართი:https://anjelabolqvadze24. blogspot.com/
Comments
Post a Comment